თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დათუნა სარალიძის მამა, დედაქალაქში გუშინ გამართულ ევროპულ მარშს ეხმაურება და წერს, რომ გუშინდელმა შეკრებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ სად არის ერთობა, სინათლე და სიყვარული.
ზაზა სარალიძე მიიჩნევს, რომ “ოცნებას“ 12 წელია ზიზღის ენით ლაპარაკის და ერთმანეთის დაცინვა- გაქილიკების მეტი არაფერი არ უკეთებიათ.“
“ომით გვაშინებენ და ბოდიშის მოხდისკენ გვიბიძგებენ ტირანი რუსეთისთვის“, – ამბობს სარალიძე.
გუშინდელმა Შეკრებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა თუ სად არის სიყვარული,ერთობა და სინათლე. არ მეგულება ადამიანი ვინც Ძალდატანებით იდგა იქ, განსხვავებით(Ჩვენდა სამწუხაროდ)მთავრობის Შეკრებებისა.
აი, ეს არის ქართული ღირებულება უპირველეს ყოვლისა, გვიყვარდეს ერთმანეთი სამარადისოდ.
წინ ევროპისკენ სიყვარულით და არა ზიზღით, ომის დაᲨინებით და ერთმანეთის დაყოფით რასაც ოცნება ემსახურება.
12 წელია ზიზღის ენით ლაპარაკის და ერთმანეთის დაცინვა გაქილიკების მეტი არაფერი არ უკეთებიათ, ომით გვაᲨინებენ და ბოდიᲨის მოხდისკენ გვიბიძგებენ ტირანი რუსეთისთვის.
არ მეგულება ადამიანი საქართველოში, ვისაც შვილის ნათელი წარმატებული და ბედნიერი მომავალი არ უნდოდეს.
ვიცი, ძნელია გადააბიჯოთ საკუთარ ეგოებს და შვილებმა რა იციან, სტატუსიდან გამოვალთ და ცივი და მიუკერძოებელი გონებით გადაწყვიტავთ ბნელი აირჩიოთ თუ ნათელი.
ბნელი მომავალი შვილებს – მთავრობა
ნათელი მომავალი – ოპოზიცია
სიყვარული გვაერთიანებს
“ქართული ოცნება“ გვაძულებს ერთმანეთს!!!“, – წერს ზაზა სარალიძე.