“ვანო ჩხარტიშვილი და ვასილ ჩიგოგიძე გურიაში არჩევნების გაყალბებას “ქართული ოცნების” სასარგებლოდ “ზონდერჯგუფებითა” და “კრიმინალური ავტორიტეტებით” ცდილობს-მიუხედავად ამისა ხელისუფლება მარცხდება გურიაშიც”
ეს განცხადება, დღეს. “ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატებმა, თათია ნიკოლაშცილმა და დათო მჟავანაძემ გააკეთეს.
ბრიფინგი ოზურგეთის ერთიანობა ნაციონალური მოხრაობის ოფისში დავით მჟავანაძე თათია ნიკოლაშვილი
დღეს გურიაში, დავით მჟავანაძემ და თათია ნიკოლაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, რომ “ქართული ოცნება” რეგიონში მარცხდება და ამიტომაც ძალადობრივ მეთოდებს მიმართავს ხმების მოსაპოვებლად.
მათი თქმით, ვანო ჩხარტიშვილი და ვასილ ჩიგოგიძე ჩართულნი არიან ძალადობრივ ქმედებებში, და რეგიონში ადგილობრივების დასაშინებლად მობილიზებულია კრიმინალური ჯგუფები, რომლის წევრები არიან: ნონიაშვილი ყოფილი გლდანის მაყურებელი რომელიც პროკურორის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. საზოგადოებისთვის ცნობილია რომ ჩიგოგიძის შუამდგომლობითააა გურიაში გამოშვებული ასევე ძმები გეგეშიძეები – ცნობილი კორცხელის ინციდენტში მონაწილეები. როყვა და ირაკლი დოლიძე. (დოლა)
ბრიფინგზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოსახლეობის მიმართვას – “არ შეგეშინდეთ ამ კრიმინალების”. არ შეგეშინდეთ ზეწოლის, რადგან თითოეული ამომრჩევლის გადაწყვეტილება დაცული”ა.