პოლიტიკოს, გიორგი ნონიაშვილი ამბობს, რომ ყველა მნიშვნელოვანი ის არის, მისი სახლის ჩხრეკის უკან ვინ დგას და რა ინტრესები აქვს.
პოლიტიკოსის თქმით, ეს არის მთავარი მანიშნებელი, სინამდვილეში, რა გველოდება 2-3 დღის შემდეგ და რა სიმძაფრისა და რა მნიშვნელობის არჩევნებია ქვეყანაში.
“აქ, პოლიტიკურად ერთადერთი რამ არის ხილული – ივანიშვილი, საკუთარი მიზნებისთვის, ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით ვაჭრობს და, მზად არის, რომ ბოლომდე გაწიროს ეროვნული ინტერესები“, – ამბობს ნონიაშვილი გადაცემა “რეაქციაში“.
”ამ ყველაფრის უკან ვინ დგას და რა ინტერესებია, არის მნიშვნელოვანი. აქ, პოლიტიკურად ერთადერთი რამ არის ხილული – ივანიშვილი, საკუთარი მიზნებისთვის, ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით ვაჭრობს და, მზად არის, რომ ბოლომდე გაწიროს ეროვნული ინტერესები. ეს არის მთავარი, ხვალინდელი და ზეგინდელი დღისთვის.
როდესაც არჩევნები იქნება, ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ქვეყანა, ჩვენ, თანამოქალაქეები, თქვენ, ივანიშვილის რუსული რეჟიმის პირობებში, საფრთხეშია და რუსეთის პირისპირ ერთი-ერთზე რჩება, გულშემატკივრისა და ქომაგის გარეშე.
ერთი-ერთზე რუსეთთან რომ რჩები, რა პოლიტიკასაც ივანიშვილის რუსული რეჟიმი ეწევა, ნიშნავს, რომ ჩაგყლაპავს ბოლომდე. როდესაც უცხადებ რუსეთს, წინასწარ ხელები გაქვს აწეული, რომ, შენ, შენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას არ აპირებ.
მტერს როდის უადვილდება შენი დამორჩილება? როდესაც იცის, რომ მზად ხარ თავდაცვისთვის, ქვეყნის უსაფრთხოებისა და ინტერესის დაცვისთვის თუ, როდესაც, წინასწარ, აცხადებენ ადამიანები და ხელისუფლება, რომ არაფერი არ შეუძლიათ, პირიქით, იმ კურსს უნდა დავუბრუნდეთ, რუსულ.
ეს არის მთავარი მანიშნებელი, სინამდვილეში, რა გველოდება 2-3 დღის შემდეგ და რა სიმძაფრისა და რა მნიშვნელობის არჩევნებია, ჩემთვის, ჩემი ოჯახისთის და ქვეყნის ბევრი მოქალაქისთვის“, – განაცხადა ნონიაშვილმა.
პოლიტიკოსის, გიორგი ნონიაშვილის სახლი სამართალდამცველებმა რამდენიმე საათის წინ გაჩხრიკეს. როგორც გიორგი ნონიაშვილის მეუღლე ამბობს, სახლიდან კომპიუტერები და ტელეფონები წაიღეს.