”ქართული ოცნება” საკმაოდ არაპოპულარული იყო დიდი ხნის განმავლობაში არჩევნებამდე გამოკითხვებშიც და მთავარი პრობლემა იმისა, რომ მანამდე პოპულარული იყო ქართული ოცნება, იყო ის, რომ დიდი არჩევანი არ ჰქონდა ხალხს, ვისთვის შეეძლოთ ხმის მიცემა და ახლა უკვე ის ადამიანები, რომლებსაც არ მოსწონთ ქართული ოცნება, აქვთ იმის არჩევანი, რომ სხვა პარტიებს მისცენ ხმა, იმისთვის, რომ ეს ხმა არ დაიკარგოს, რაც საბოლოო ჯამში, ნამდვილად დაეხმარება ოპოზიციას. ეს დამატებითი არჩევანი ნამდვილად აძლევს სსხვადასსხვა ამომრჩეველს იმის საშუალებას, რომმივიდეს საარჩევნო უბანზე და არ მისცეს ხმა ქართულ ოცნებას.
რომ შევადაროთ 2020 წლის კვლევას, გამოვიყენეთ იგივე მეთოდოლოგია და დღესდღეობით, იმასთან შედარებით, ვხედავთ გაცილებით უფრო დაბალ მხარდაჭერეას [ქართული ოცნების მიმართ] და პროცენტულობა ქართული ოცნებისა გაცილებით უფრო ნაკლებია დღეს, ვიდრე იყო გასულ ჯერზე, ამიტომ, საკმაოდ დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ისინი უფრო ცუდ შედეგს მიიღებენ, ვიდრე მიიღეს 2020 წელს” –