საქართველოს მესამე პრეზიდენტმა “ვაშინგტონ პოსტისთვის” დაწერილ სტატიაში საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
როგორ მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ეს არჩევნები დიდი ხნის განმავლობაში გავლენას მოახდენს შავი ზღვის რეგიონზე, უკრაინის ჩათვლით.
მესამე პრზიდენტი ხაზს უსვამს, რომ “ქართული ოცნება” საქართველოს დასავლეთის ორბიტიდან სულ უფრო აშორებს, რის გამოც აშშ-მ მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს, რომ არჩევნებს განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება.
”პუტინი ყურადღებით აკვირდება არჩევნებს ჩვენს ქვეყანაში. საქართველო, 4 მილიონზე ნაკლები მოსახლეობით, პატარა ქვეყანაა, მაგრამ სტრატეგიულ დონეზე პუტინი თვლის, რომ საქართველოს კონტროლი მას დასავლეთის ენერგეტიკულ დერეფნებზე ძალაუფლებას აძლევს. უფრო ღრმა, პიროვნულ დონეზე, პუტინი ვერ ეგუება დამოუკიდებელი საქართველოს ცნებას. მას სძულდა 2003 წლის ვარდების რევოლუციის წარმატება, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი…. გავრცელებული ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა შეიმუშავა სანქციები და “მზად არის წინ წასასვლელად” ივანიშვილის წინააღმდეგ. მაშ, რას ელოდება ვაშინგტონი? სანქციებთან ერთად, რომლებიც ამომრჩევლებს აშკარად მიანიშნებენ, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყანას დასავლეთის ორბიტიდან გამოჰყავს, შეერთებულმა შტატებმა უფრო ხმამაღლა უნდა აღნიშნოს, რამდენად ყურადღებით ადევნებს თვალს დარღვევებს ამ შაბათ-კვირის კენჭისყრის დროს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.