ტელეჟურნალისტ მაია ასათიანის შვილი ნუცა მახვილაძე, რომელიც 18 წლის ასაკში მენინგოკოქცემიის დიაგნოზით გარდაიცვალა, 25 ოქტომბერს 26 წლის გახდებოდა.
24.10.2024
აღნიშნულ თარიღს ემოციური სტატუსით ეხმიანება მაია ასათიანი და „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე ნუცას ფოტოებით შექმნილ კოლაჟს აქვეყნებს.
„მე წლები მემატება და ნუცა სულ 18 წლისაა… ხვალ ჩემი შვილი 26 წლის ხდება“, – წერს მაია ასათიანი.