ერთპარტიულობა არის ის, რაც ეწინააღმდეგება ადამიანის ბუნებას – ლანა ღოღობერიძე

კინორეჟისორ, ლანა ღოღობერიძის განცხადებით, ამ გადამწყვეტ არჩევნებზე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ თითოეულმა მოქალაქემ გაიაზრა, რომ ეს არჩევნები მათ და მათ მომავალს ეხება.

კინორეჟისორი იმედოვნებს, რომ „ხვალიდან ქვეყანა ახალ ერაში შეაბიჯებს და აღარ იქნება ერთპარტიული მმართველობები.“

რწმენით ვარ, რომ შევაბიჯებთ ახალ ერაში, რომ საქართველო მართლა იქნება დამოუკიდებელი, თავისუფალი, დემორატიული, ევროპული და თანამედროვე ქვეყანა. რაც მთავარია დემორკატიული, რომ ქვეყანაში ათარ გვეყოლება ეს ერთპარტიული მთავრობები. ეს ერთპარტიულობა არის რაც ეწინაღმდეგება ადამიანის ბუნებას. ეს აღარ იქნება და ვიქნებიტ ასე მშვიდად , წყნარად  და ავაშენებთ ქვეყანას მომავალი თაობებისთვის.

იცით, რატომ მაქვს იმედი, რომ ყველაფერი ისე დამთავრდება, როგორც გვინდა, რომ ყველა ადამიანმა გაითავისა, რომ თვითონ იქნება ან ძალიან ცუდად, ან კარგად, როდესაც დამთავრდება ეს ყველაფერი. ყველას უნდა რომ კარგად იცხოვროს, მშვიდად და წყნარად.

დღეს კიდევ ის უნდა მოხდეს, რომ სიძულვილი და დაპირისპირება უნდა დავამარცხოთ“,- განაცხადა ღოღობერიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share