როგორც “გურიის მოამბეს” ჩოხატაურიდან გვატყობინებენ, რამდენიმე საათია ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილი აქვს დაბა ჩოხატაურს და მის მიმდებარე რამდენიმე სოფელს.
როგორც იცით, დღეს, ქვეყნის მასშტაბით საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საპარლამენტო არჩევნები პირველად საქართველოს ისტორიაში ელექტრონული სისტემით ხორციელდება, აქედან გამომდინარე, დენის მიწოდების შეფერხებამ შესაძლოა გარკვეული პრობლემენი შექმნას ხმის მიცემის პროცესში, ვინაიდან, ვერიფიკაციისა და ხმის მიცემის სპეციალური აპარატები ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული და დამოუკიდებლად მათი კვების ობიექტები მხოლოდ 6 საათიან ფუნქციონირების გარანტიას იძლევიან. აქედან გამომდინარე, ჩოხატაურში ხმის საბოლოო დათვლის შედეგები, თუ ელექტროენერეგიის მიწოდება მალევე არ აღდგა, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.