კურიოზულ ინციდენტს ჰქონდა ადგილი ცხემლისხიდის საარჩევნო უბანთან – “ქართული ოცნების” მხარდამჭერები თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, რომლებმაც დარეკეს 112-ში და გამოიძახეს პოლიცია. ადგილზე, პოლიცია სამოქალაქო ფორმაში გამოცხადდა, რის გამოც “ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა ისენი ვერ გაარჩიეს და ვერ მივხდნენ რომ პოლიციელები იყვნენ და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს რამდენიმე პოლიციელს, მათ შორის გურიის, ოზურგეთისა და ბახვის პოლიციის უფროსებს, რომლებსაც ემუქრებოდნენ კიდევაც.
ამ წუთებში ცხემლისხიდის ცენტრში მობილიზებულია 20-მდე პოლიციელი. “ქართული ოცნების” ადგილობრივმა ხელმძღვანელმა პირებმა თავდამსხმელები უბანს დროებით გაარიდეს, თუმცა როგორ განვითარდება მოვლენები არჩევნების დასრულების შემდეგ – უცნობია.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, როგორც კი არჩევნების პროცესი დასრულდება, პოლიცია ამ ზონდერჯგუფების სრული შემადგენლობით დაკავებას აპირებს.