“ოცნების” მერკანტილურ ინტერესებს ვერ შევეწირებით“ – ქეთათო

რიგითი მოქალაქეების გარდა, დღეს რუსთაველზე, აქცია ხელოვანებიც იდგებიან. მომღერალი ქეთათო ამბობს, რომ მოქალაქეებმა არჩევანი გააკეთეს, თუმცა ხელისუფლება ამას არ ითვალისწინებს. მისი თქმით, “ოცნებამ” ძლიან ცუდი გზა აირჩია, სადაც ქართველი ხალხი მას ვერ ჩაყვება და მათ მერკანტილურ ინტერესებს ვერ შეეწირება.

უნდა გავიდე 19:00 საათზე, სხვა გზა არ არის. ადამიანებმა არჩევანი გავაკეთეთ, მაგრამ რატომღაც არ ითვალისწინებს ის ხალხი, ვინც ახლა ძალაუფლების მქონეა ჩვენს არჩევანს, ესე იგი, ყოველგვარ დემოკრატიაზე, ყველა იმ მიღწევაზე ლაპარაკი ზედმეტია, ერთი ხელის მოსმით ვემშვიდობებით და ძალიან ცუდ გზას ვირჩევთ და ჩვენ, ჩვენი მოქალაქეები ამ გზას ვერ ავირჩევთ, ვერ ჩავყვებით სადღაც უბედურებაში, იმიტომ, რომ ძალიან ცოტა ადამიანებმა თავისი ჯიბე გაისქელონ და მერკანტილურ ინტერესებს ვერ შევწირავთ ქვეყანას. მართლა თავი არ გვექნება არსად გამოსაყოფი და მართლა ვეღარავის შევხედავთ თვალებში. ჩვენ რას ვაკეთებდით მაშინ? გვეძინა? თუ შევეგუეთ? ცხვრები ვართ?, – ამბობს ქეთათო.
რუსთაველის გამზირი დღეს ისევ პროტესტის ეპიცენტრი იქნება. მოქალაქეები მასშტაბურ აქციას პარლამენტთან  19:00 საათზე გამართავენ. ხალხი ქუჩაში საკუთარი არჩევანის დასაცავად გადის. საქართველოს მოქალაქეები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ მათ არჩევანი მოპარა.

 

საპროტესტოა აქცია გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა დააანონსა და 26 ოქტომბრის არჩევნები “რუსულ არჩევნებად” შეაფასა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share