ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე:
,,პირადად მე ჩემს შვილებს, რომლებიც ეს დღეებია მომლოდინე თვალებით შემომციცინებენ, პირობა მივეცი, რომ იმდენს მაინც ვიზამთ, ეს ქვეყანა ჭაობად არ იქცეს და მის ძარღვებში მუდმივად მოძრაობდეს ჯანსაღი სისხლი, სანამ მათი თაობა ბრძოლას საბოლოოდ გადაიბარებს! ასეა, საწუწუნო არაფერი გვაქვს – ბრძოლას დღეს 7 საათზე ვანახლებთ რუსთაველზე!”