ექადიის წმინდა გიორგის ელესია – „ექადიის კონცხი“
.
ოზურგეთში ექადიაზე სადაც ამჟამად წმინდა გიორგი ეკლესია დგას ადრე “კონცხის” სახლით იყო ცნობილი. სულხან საბა ამ სიტყვას შემდეგი სახით განმარტავს – „კონცხი, კუნცხი – ესე არს ცხვირი კლდეთა, მაგარი და ძნელოვანი.“
.
იური სიხარულიძე ოზურგეთის ტოპონიმის აღწერაში ექადიაზე უთითებს შემდეგ დასახელებებს: კონცხი (ნასაყდრი, სასაფლაო); საყდრის ფერდი (სათესი); გოგვაძნების ღელე; თავბერისოული (ვაკე); მამიასოული (ვაკე); ჯაგვასსოული (ვაკე); გოშველი (ვაკე); ოთარისოული (ტყე); ბახტია (ღელე); საჩიხის ყელი; თედორეთი (ნასოფლარი); ბეგო (სათესი); ტოლაბაგურეთი (ნასოფლარი);
.
– იური სიხარულიძე „მასალები გურიის ისტორიული გეოგრაფიისათვის (ტოპონიმიკა)“ (1971)
– ფოტო ექადიის წმინდა გიორგის ეკლესია (georgian travel guide)
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა