გურულ კოსტიუმში გამოწყობილი ქობულეთელი

ქობულეთელი
.
წარმოიდგინეთ გურულ კოსტიუმში გამოწყობილი ზრდასრული დაკუნთული მამაკაცი, რომელიც თხემიდან ტერფამდე იაღარშია ჩამჯდარი, შემდეგ ამ დიდებული მებრძოლის ფიგურას დაუმატეთ ხალასი სახე, ლამაზი ცოცხალი თვალებით, ნიავით შერხეული თმები, თამამი ნაბიჯი, ცოცხალი და გონებამახვილი ქართული საუბარი – და თქვენს შეძლებთ სრულად წარმოიდგინოთ ქობულეთელი.
.
გასაოცარია, რომ მაგომეტანობის მიღების მიეხედავად ქობულეთელებმა სრულად შემოინახეს ქართული ნაციონალური თვისებები და ისინი პირველ რიგში ქართველი ერის შვილები – გურულები არიან.
.
ქობულეთლები არიან მოკრძალებულნი, მხიარულნი, სტუმართმოყვარენი, ისევე როგორც ყველა გურული, იმერელი და კახელი არ არის დესპოტი თავისი ოჯახის წევრების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ქობულეთში ჩალმოსანი მოლა მრავლადაა, მათ სისხლში არა აქვთ გამჯდარი მაგომეტანური კანონები; ქობულეთელი ქალს ისეთ ნივთად არ მიიჩნევს, რომელიც შეიძლება ფულზე იყიდო ან გადააგდო როგორც უსარგებლო საგანი. პირიქით ქობულეთელი ძალიან დიდ პატივს სცემს მის ცოლს და მიიჩნევს თანასწორად, იგი მოურიდებლად საუბრობს ცოლის დიასახლისობაზე, განათლებაზე, წინაპრებისადმი პატივისცემაზე. ქობულეთში ეკლესიები თითმის არ არის, თუმცა აქაური მამაკაცი ამაყობს იმით, რომ მისმა ცოლმა იცის ქრისტიანული წესები და დღესასწაულები. მიუხედავად იმისა, რომ აქ მრვალი ლამაზი ქალია და შეძლებულადაც ცხოვრობენ ქობულეთში მრავალცოლიანობა მიღებული არ არის.
.
– Кавквзъ 1877 №166 – Письма изъ Озургетъ
– სავარაუდოდ ქობულეთელი ჰუსეინ-ბეი და ახალგარზდა ისაიმ-ბეი – ილუსტრაცია 1854 წლის ფრანგული ილუსტრირებული ჟურნალიდან (L’ illustration: journal universel)
შეიძლება იყოს შემდეგის ილუსტრაცია: 1 ადამიანი და ტექსტი
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share