UEFA-მ საქართველო ალბანეთთან მატჩზე მომხდარი დარღვევების გამო €46 000-ით დააჯარიმა

UEFA-ს ეთიკისა და დისციპლინის კომისიამ საქართველო-ალბანეთის მატჩზე მომხდარი ინციდენტებისთვის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, ჯამში, 46 000 ევროს ოდენობის ჯარიმა დაუწესა.

UEFA-მ ფედერაცია საჯარო გასასვლელების ბლოკირებისთვის €14 000-ით, ლაზერის გამოყენებისთვის კი €12 000-ით დააჯარიმა.

გარდა ამისა, გულშემატკივართა მიერ პიროტექნიკის გამოყენებისთვის UEFA-მ ფედერაცია €30 000-ით დააჯარიმა. მისივე განკარგულებით, საქართველოს შემდეგ საშინაო მატჩზე 2 000 ადგილი ცარიელი უნდა იყოს, თუმცა ამ მხრივ საქართველოს 2-წლიანი გამოსაცდელი პერიოდი ეძლევა.

ფედერაციას გულშემატკივრების მიერ საგნების სროლა, პიროტექნიკისა და ლაზერის გამოყენება და საჯარო გასასვლელების ბლოკირება ედებოდა ბრალად.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share