ზახაროვა: მოლდოვის არჩევნები ქვეყნის ისტორიაში ყველაზე არადემოკრატიულია

”მოლდოვის (საპრეზიდენტო) არჩევნები ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე არადემოკრატიული საარჩევნო კამპანიაა.

არჩევნების სახასიათო ნიშნებს შორის ხელისუფლების მიერ ოპოზიციისა და დამოუკიდებელი, პირველ რიგში რუსულენოვანი მედიების წინააღმდეგ მიმართული უპრეცედენტო რეპრესიები, ასევე დასავლეთის ქვეყნების მიერ ელექტორალურ პროცესში მასშტაბური ჩარევა და ხელისუფლების მიერ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება იყო.

მეორე ტურის შედეგებმა მოლდოვის საზოგადოებაში ღრმა განხეთქილების არსებობა დაამტკიცა”-

წერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share