”ყველა ჩვენთაგანს მინდა ვუსურვო, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში მოხერხდეს, ყველა ჩვენთაგანმა მოვახერხოთ, რომ მოხდეს საარჩევნო გარემოს, საარჩევნო ადმინისტრაციის იმგვარი წარმართვა, რომ ყოველგვარი მანიპულაცია, ყოველგვარი უკანონო ჩარევა იყოს გამორიცხული, არა ვინმეს კეთილ ნებაზე დამოკიდებული, არამედ გამორიცხული.
[…] სასამართლო თვლის, რომ არსებობდა, როგორც ფაქტობრივი საფუძველი, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მექანიზმები არ იძლეოდა ფარულობის შესაძლებლობას და ასევე არსებობდა სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები, საარჩევნო კანონმდებობა ცალსახად აძლევს საქართველოს მოქალაქეს უფლებას, რომ მისი საარჩევნო უფლება იქნება დაცული, მისი არჩევანის ნების გამოხატვა იქნება ფარული. არავის აქვს ამ უფლების ხელყოფის შესაძლებლობა. არავის არ უნდა ჰქონდეს”-