ხუჭუა: ყველა ჩვენთაგანს მინდა ვუსურვო, არჩევნებში უკანონო ჩარევა იყოს გამორიცხული

”ყველა  ჩვენთაგანს მინდა ვუსურვო, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში მოხერხდეს, ყველა ჩვენთაგანმა მოვახერხოთ, რომ მოხდეს საარჩევნო გარემოს, საარჩევნო ადმინისტრაციის იმგვარი წარმართვა, რომ ყოველგვარი მანიპულაცია, ყოველგვარი უკანონო ჩარევა იყოს გამორიცხული, არა ვინმეს კეთილ ნებაზე დამოკიდებული, არამედ გამორიცხული.

[…] სასამართლო თვლის, რომ არსებობდა, როგორც ფაქტობრივი საფუძველი, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მექანიზმები არ იძლეოდა ფარულობის შესაძლებლობას და ასევე არსებობდა სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები, საარჩევნო კანონმდებობა ცალსახად აძლევს საქართველოს მოქალაქეს უფლებას, რომ მისი საარჩევნო უფლება იქნება დაცული, მისი არჩევანის ნების გამოხატვა იქნება ფარული. არავის აქვს ამ უფლების ხელყოფის შესაძლებლობა. არავის არ უნდა ჰქონდეს”-

თქვა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა – მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ მათი სარჩელი დააკმაყოფილა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share