მოსამართლე ხუჭუას გადაწყვეტილების შემდეგ საარჩევნო დავები პოლიციის მაღალჩინოსნის მოსამართლე მამას ჩააბარეს

მას შემდეგ, რაც თეთრი წყაროს მოსამართლემ ორი ოლქის 30 უბნის არჩევნების შედეგები გააუქმა, ხელისუფლებამ დიდი გადალაგება დაიწყო. დანიშნული პროცესები გაუქმდა ან გადაიდო. მალევე ცნობილი გახდა, რომ ყველა სარჩელი, რომელიც სააპელაციო სასამართლოს უნდა განეხილა, გააერთიანეს. დასავლეთ საქართველოს ყველა სასამართლოს გადაწყვეტილება ახლა საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის მამამ, შოთა სირაძემ უნდა განიხილოს.

ვაჟა სირაძის მამა, შოთა სირაძე, “ქართული ოცნებიდან” 2014-15 წლებში ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი იყო. ეს პარტია კი სასამართლო დავაში მხარეს წარმოადგენს. აღნიშნული ოპოზიციას საფუძვლიან ეჭვს უჩენს, რომ შესაძლოა, სირაძის მიუკერძოებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. მოსამართლემ დღეს ამ არგუმენტების მიუხედავად, თავი არ აიცილა და საქმის განხილვას შეუდგა.

თეთრი წყაროს მოსამართლის ვლადიმერ ხუჭუას შემდეგ, ახლა უკვე სხვა სასამართლომებმა უნდა თქვან, დაირღვა თუ არა არჩევნების ფარულობა. მოსამართლე ხუჭუა ერთადერთია, რომელმაც საქმის განხილვის დროს ექპსერიმენტი დარბაზში ჩაატარა და ადგილზევე დაადასტურა, რომ ბიულეტენიდან მელანი ისე ჟონავდა, რომ ფარულობის დაცვა შეუძლებელი იყო. ქუთაისის სასმართლომ მოსამართლე ხუჭუას გადაყწვეტილება საქმეს მტკიცებულებად დაურთო.

ტვ პირველი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share