ივანიშვილმა დაამტკიცა, რომ ქართველი ხალხის ნება არ აინტერესებს – ფავლენიშვილი

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი “ქართულ ოცნებას” “კრიმინალურ სინდიკატს” უწოდებს და “ტვ პირველის” ეთერში აცხადებს, რომ ივანიშვილის გუნდმა 26 ოქტომბერს სპეცოპერაცია ჩაატარა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მას ქართველი ხალხის ნება არ აინტერესებს.

”ივანიშვილმა არჩევნები კი არ გააყალბა, ეს იყო სპეცოპერაცია. ფაქტობრივად, უმრავლესობა ხმების, რომელიც ამ კრიმინალურმა გუნდმა მიიღო, მიიღო უკანონო მეთოდებით. ეს არის კონკრეტული პოლიტიკური მოცემულობა, როდესაც კულმინაციამდე მივიდა ივანიშვილის მმართველობა. ივანიშვილმა დაამტკიცა, რომ მას ქართველი ხალხის ნება არ აინტერესებს”, – ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share