საქართველო არჩევნებში დარღვევების დაუყოვნებლივ და სამართლიან გამოძიებას იმსახურებს – პავილიონისი

საქართველო ევროპაა და იმსახურებს არჩევნებში დარღვევების დაუყოვნებლივ და სამართლიან გამოძიებას” – ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი X-ზე წერს.

ევროპელი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ “მაშინ, როდესაც დღეს ყველა თვალი აშშ-სკენ არის მიპყრობილი, საქართველო ყურადღებას უფრო მეტად საჭიროებს, ვიდრე ოდესმე“.

”მაშინ, როდესაც დღეს ყველა თვალი აშშ-სკენ არის მიპყრობილი, არის ქვეყანა, რომელიც ჩვენს ყურადღებას საჭიროებს მეტად, ვიდრე ოდესმე. საქართველო ევროპაა და იმსახურებს არჩევნებში დარღვევების დაუყოვნებლივ და სამართლიან გამოძიებას, რომლებიც საქართველოში გასულ კვირას ჩატარდა!” , – წერს პავილიონისი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share