ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, კასპერ ველდკამპმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე საქართველოსთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ “ელოდებიან, ეუთო/ოდირის დასკვნას არჩევნებთან დაკავშირებით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.“
მისი თქმით, საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც ევროპულ გზაზე დარჩენა სურს და ის ამას სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
არ ვიცი, რა გადწყდება, წინასწარ ამაზე ვერ ვისაუბრებ. ჯერ უნდა ვისაუბროთ ამ საკითხზე. ჩვენ ველოდებით ეუთო-ოდირის ანგარიშს არჩევნებთან დაკავშირებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დისკუსიას დიდი ყურადღებით შევუერთდებით. ჩვენ გვინდა საქართველოს ევროპული მომავალი დავინახოთ. მე ძალიან ბევრ ქართველს ვიცნობ, ვინც მხარს უჭერს ევროპულ გზას და მე მათ ვუჭერ მხარს“, – განაცხადა კასპერ ველდკამპმა.