საქართველოში ჩატარებული არჩევნები არ ყოფილა სამართლიანი და თავისუფალი, რის გამოც ლიეტუვამ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება მოითხოვა, – ამის შესახებ ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, სადაც დღეს საქართველოს საკითხზეც იმსჯელებენ.
ლანდსბერგისი მიიჩნევს, რომ შემდგომი ნაბიჯების განსასაზღვრად, აუცილებელია იცოდნენ, რა მოხდა რეალურად.
ლანდსბერგისი სანქცირების საკითხზეც საუბრობს და ამბობს, რომ “აქამდე გზა მარტივი არ იქნება.“
ლიეტუვას არ მიაჩნია, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო, ამიტომ ლიეტუვამ მოითხოვა დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება. იმისათვის, რომ ჩვენ მკაფიოდ განვსაზღვროთ ჩვენი ნაბიჯები, უნდა ვიცოდეთ, რა მოხდა რეალურად. ამიტომ გვჭირდება გამოძიება. თუ საქართველოს მთავრობა უარს იტყვის ამ საკითხზე ჩვენთან თანამშრომლობაზე, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ მათ სინამდვილეში არ სურთ, საქართველოს ევროპულ გზაზე მოძრაობა. იქნება თუ არა კონსენსუსი ევროკავშირის შიგნით რთული სათქმელია.
ვფიქრობ, რომ ეს გაცილებით რთული იქნება, მათ შორის სანქცირებაც. აქამდე გზა მარტივი არ იქნება. მაგრამ მეორე მხრივ, კითხვები უნდა დაისვას. რატომ ვერ უნდა შევძლოთ გამოსავლის პოვნა საქართველოსთან დაკავშირებით და იმასთან დაკაშირებით, რასაც ქართველი ხალხი გვთხოვს. თუ ეს პროგრესირდება, მაშინ ეს საფრთხის შემცველი იქნება არა მხოლოდ საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის, ასევე მთელი ევროპისთვისაც. დღეს, კონსტრუქციული დებატები იქნება, ამასთან დაკავშირებით და შედეგები მოგვიანებით გამოჩნდება“, – განაცხადა ლანდსბერგისმა.