“საქართველოს პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნები იყო გაყალბებული. ახლა ევროპა უნდა დადგეს ქართველი ხალხის გვერდით”, – წერს ის X-ზე.
ცოტა ხნის წინ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ არჩევნები “ტოტალურად გაყალბდა” და არ აღიარებს მათ შედეგებს. მან ასევე მოუწოდა საერთაშორისო პარტნიორებს, დადგნენ ქართველი ხალხის გვერდით.