ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი ქართველ ხალხს, მხედველობაში გვაქვს რამდენიმე ნაბიჯი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია“, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, სადაც დღეს საქართველოს საკითხზეც იმსჯელებენ.
ცაჰკნას თქმით, “ნათელია, რომ საქართველოს მმართველი პარტია არ აპირებს, ქვეყანა წაიყვანოს ევროინტეგრაციის გზით.“
ნათელია, რომ საქართველოს მმართველი პარტია არ აპირებს, ქვეყანა წაიყვანოს ევროინტეგრაციის გზით, როგორც ამას თავის ხალხს ჰპირდება. თუმცა, ამავე დროს ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი ქართველ ხალხს. ჩვენ გვაქვს მხედველობაში რამდენიმე ნაბიჯი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, მაგრამ ასევე უნდა ვიცოდეთ, როგორ ნაბიჯებს ხედავენ საქართველოში. არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი და თავისუფალი“, – განაცხადა ცაჰკნამ.
დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო 2024 წლის 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების ფონზე საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებს.