დაუმორჩილებლობის აქცია თბილისში – ქალაქის ცენტრალური ქუჩები ამ დრომდე გადაკეტილია. მოძრაობა პარალიზებულია ოთხ ქუჩაზე, თბილისში კარვებიაა გაშლილი.
აქციაზე იმყოფებიან არასამთავრობო ორგანიაზციის წარმომადგენლებიც. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური ამბობს, რომ “მხოლოდ შეთანხმებული და კოორდინირებული ქმედება მიგვიყვანს გამარჯვებამდე“.
გუშინდელი დღე იყო მაგალითი იმას, რა მოაქვს ერთობას, კოორდინაციას. გუშინდელი დღე შედგა. ბევრმა ადამიანმა გაუთენა ღამე საკუთარ ქვეყნას. არ აქვს მნიშვნელობა რაოდენობას, მთავარია, ერთი მიზნისკენ ერთად მივდიოდეთ. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ბრძოლას, სასამართლო დარბაზებში, საერთაშორისო ასპარეზზეც და ქუჩაშიც. მხოლოდ შეთანხმებული და კოორდინირებული ქმედება მიგვიყვანს გამარჯვებამდე“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.