“მთელი ფაილია წინააღმდეგობებისა იმ პარტიისგან, რომელიც საქართველოს მართავს” – კოლსი მკაცრი ზომები გატარებას ითხოვს

საგანგებოდ, საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე ევროპელმა პოლიტიკოსებმა ევროკავშირის ყველა სტრუქტურას მიმართეს, რომ დაიწყონ მოქმედება და გაატარონ უმკაცრესი ზომები საქართველოს ხელისუფლების მმართველი პირების წინააღმდეგ. ამ ზომებს შორის მოიაზრება, როგორც ფინანსური დახმარების გადახედვა, ასევე სანქციები.

მთელი ფაილია წინააღმდეგობებისა იმ პარტიისგან , რომელიც საქართველოს მართავს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ახალმა ევროკომისიამ გაცილებით მკაცრი ზომები უნდა გაატაროს საქართველოს წინაააღმდეგ – ამბობს ევროპარლამენტარი რიჰარდ კოლსი.

9 ოქტომბერს ევროპალამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, სადაც იყო გაფრთხილებები, რომ თუ იქნებოდა ჩარევა არჩევნების შედეგებში, მაშინ ამას ნეგატიური ეფექტი ექნებოდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე. საქმე მხოლოდ არჩევნებში არაა, მმართველმა ძალამ მოახდინა ოპოზიციის რადიკალიზაცია როგორც ასეთი . საქართველო უკუსვლას განიცდის, როცა საქმე ეხება ევროკავშირის საერთო საგარეო პოლიტიკას, ეს მაჩვენებელი 40 პროცენტზე ნაკლებია. ეს უნდა იყოს სიგნალი, რომ რაღაც ძალიან არასწორად მიდის. კითხვები არის კანონებთან დაკავშირბით, რომელიც წინა პარლამენტმა დაამტკიცა და ეს კითვები არ გამქრალა. ეს არის წითელი ხაზი, ნებისმიერი პოტენციური მოლაპარაკებებისთვის მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. მთელი ფაილია წინააღდმეგობებისა იმ პარტიისგან , რომელიც საქართველოს მართავს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ახალმა ევროკომისიამ გაცილებით მკაცრი ზომები უნდა გაატაროს საქართველოს წინაააღმდეგ”, – კოლსიმ. 

ცნობისთვის, გუშინ, 18 ნოემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხი განიხილეს. ევროკავშირის გადაწყვეტილებით, საქართველოში EU ტექნიკურ მისიას გამოაგზავნის.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share