“ჩვენ ვაფასებთ საქართველოს მხარდაჭერას” | ზელენსკის გამოხმაურება ზურაბიშვილის მიმართვაზე

“მადლობა პრეზიდენტო თქვენი გზავნილისა და სოლიდარობისთვის. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს მხარდაჭერასა და ვიმედოვნებთ, რომ მშვიდობიანი და ბედნიერი მომავალი ექნება ორივე ერს” – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტის გზავნილს.

სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის ომის მე-1000 დღეს, გუშინ, 19 ნოემბერს უკრაინელ ხალხს სოლიდარობა და მხარდაჭერა ვიდეომიმართვით გამოუცხადა.

საპასუხო მადლობა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეზიდენტს სოციალური ქსელით გადაუხადა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share