ძალიან მაგრად გვცემეს – მანუჩარ ჩაჩანიძე დაკავების დეტალებს იხსენებს

მშვიდობიან აქციაზე დაკავებული მანუჩარ ჩაჩანიძე, რომელიც დღეს გაათავისუფლეს, დაკავების დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ ის დაპირისპირების ეპიცანტრში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ბაშვების დასახმარებლად მივიდა.

მისივე თქმით, ისინი მშვიდობიანი მომიტინგეები იყვნენ და არავის არაფერს უშავებდნენ, თუმცა გამწარებული პოლიციელები მაიცნ იჭერდნენ.

“ძალიან მაგრად გვცემეს, დიდი შეურაცხყოფა მოგვაყენეს“, – ამბობს ის.

”7 საათიდან დაიწყეს დარბევა მელიქიშვილის დასაწყისში, რატომღაც გამწარებული პოლიციელები აღმოჩნდნენ და დაგვიწყეს დაჭერა. ურტყავდნენ ბავშვს და მივდივარ ამ ბავშვის ასაყენებლად, შემდეგ პოლიცია მიდგება წინ მწევს გვერდით და ვხედავ ნიკა მელიას ეჯაჯგურება ერთი პოლიციელი, ოღონდ ეს უკვე ხდება ტროტუარზე სავალ ნაწილზე, როდესაც მოგვიწოდეს დაბრუნდით პატიოსნად. მშვიდობიანი მომიტინგეები ვიყავით არავის არაფერს ვუშავებდით, ეჯაჯგურებიან ნიკა მელიას და მივედი ნიკასთან ხელი მოვკიდე და ამ დროს თვალით ანიშნა ამ პოლიციელმა მომმვარდა სამი ადამიანი დამიწყო ჯაჯგური, გადავარდი ასე, რომ ვთქვათ ყვავილებში ჩავარდი და ვითომ ეს კარგი, პატიოსანი პოლიციელები, ვაიმე, ფრთხილად, და ამასობაში ფეხებს მირტყამენ, ძალიან მაგრად გვცემეს, დიდი შეურაცხყოფა მოგვაყენეს, რაც პოლიციელებისთვის მიუღებელი ფორმაა“, – უყვება “ტვ პირველს“ მანუჩარ ჩაჩანიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share