ონლაინ კამპანია – „ქალებს მოგვპარეს ხმა” იწყება

ქალთა და გოგონათა ჯგუფებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები „ნაამბობი“ და „ფემინა“, 16 დღიან, ონლაინ კამპანიას “ქალებს მოგვპარეს ხმა” იწყებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „ნაამბობი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, კამპანია 25 ნოემბერს დაიწყება და 16 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

„კამპანია მსოფლიოში ქალთა მიმართ ძალადობის კვირეულის ფარგლებში წარიმართება და გულისხმობს სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენელი ქალების პერსპექტივიდან დანახულ მოპარულ არჩევნებს. ემიგრანტები, მარტოხელა დედები, საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები, დამკვირვებელი ქალები და ამომრჩევლები, 8 “ქარდის” მეშვეობით, საზოგადოებას გაუზიარებენ საკუთარ დამოკიდებულებას, შეხედულებასა და ქვეყნის რუსული კლანჭებისაგან დახსნის გზებს.

კამპანია მთლიანად მოიცავს და ფარავს საარჩევნო თემატიკას და მის მოსალოდნელ მავნე ეფექტებს ამა თუ იმ ჯგუფის ქალების სამომავლო ცხოვრებაზე.

ორგანიზაციები, ისევე, როგორც კამპანიაში მონაწილე ქალები ვაცხადებთ, რომ ჩვენ ხმა არა რუსულ, არამედ ევროპულ მომავალს მივეცით, ჩვენი ხმები კი – მოიპარეს.

კამპანია 25 ნოემბერს დაიწყება და 16 დღის განმავლობაში გაგრძელდება. “ქარდები” “ნაამბობისა” და “ფემინას” ონლაინ პლატფორმებზე, 2-3 დღის ინტერვალით განთავსდება”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share