რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის სხდომა – მარგველაშვილი “ოცნების” პარლამენტზე

ეს არის რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის სხდომა, – ასე აფასებს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი პარლამენტის პირველ სასესიო სხდომას, სადაც მხოლოდ “ოცნება” წარმოდგენილი. გიორგი მარგველაშვილის თქმით, “ოცნების” პარლამენტს დემოკრატიასა და საერთაშორისო თანამეგობრობასთან საერთო არაფერი აქვს, ამიტომ ბრძოლა უნდა იყოს მტკიცე და დაუღალავი.

ეს არის ოკუპაციის ფორმა. ანუ საოკუპაციო რეჟიმი ატარებს თავის სხდომას. ეს არის რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის სხდომა და დემოკრატიის და საერთაშორისო თანამეგობრობის კონტექსტში ეს, რა თქმა უნდა, აბსურდია. ჩვენი როლი არის იმაში, რომ ეს ბოლომდე არ მივიღოთ და ძალიან მტკიცე, დაუღალავი ბრძოლით მთელმა საზოგადოებამ ბოლომდე შეაქციოს ზურგი მათ ცრუ ვითომ საკანონმდებლო საქმიანობას და სრული დაუმორჩილებლობით გავუშვათ ესენი მშვიდობიანად საქართველოს ოკუპაციიდან, – ამბობს მარგველაშვილი.

ამასთან, გიორგი მარგველაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ “ოცნების” პარლამენტის მიერ არჩეული პრეზიდენტი მხოლოდ კრემლის “ნამესტინიკი” იქნება და ის საქართველოს პრეზიდენტად არავინ უნდა მოიხსენიოს.

ამ პარლამენტის არჩეული პრეზიდენტი იქნება მხოლოდ „ნამესტნიკი“. ის იქნება კრემლის „ნამესტნიკი“ და ვერ იქნება საქართველოს პრეზიდენტი, – ამბობს მარგველაშვილი.  

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share