გაფირალება
.
ფილარები ბრეული იყო გურიაში, ძანიალი ბრეული. დათიკო შევარდნაძე, ასკანელი იყო, მელქისაი გუნთაიშვილი, – აი ვერცეთ თავრობას ვერ შიეგუა, – მიხეილა ღლონტი, გოგიე ღლონტი, ანდღულაძე იყო კიდომ.
.
ზოგი ქალების საკითხზე იყო ფილარათ, ზოგი ოტკის საკითხზე, პატენთი ეიღევო, უჩიოდენ ხალხს და პატენთს არ იღებდა ხალხი. მაგალითებ, ღლონტი ამიზა გევიდა ტყეში. გუნთაიშვილი ქალის გულიზა გაშპა. ქალები უყვარდა ნამეტარი. აი ფილარები თავრობას ემალებოდენ, თვარა, ხალხი კი ხედვიდა ყველა დღეს.
.
– მთქმელი თომა ესეს ძე შარაშენიძე, სოფელი დვაბზუ; ტექსტის ჩამწერი ელენე ნიკოლაიშვილი.
– მხატვარი დიმიტრი გორდელაძე – “ფირალები”
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა