“ერთიანობა -ნაციონალური მოძრაობა” საპარლამენტო სიის ჩახსნის მოთხოვნით, ცესკოს ოფიციალურად დღეს, 13:00 საათზე მიმართავს – ამის შემდეგ ინფორმაცია tvpirveli.ge-ს პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
ცესკოში მოთხოვნას, პარტიის ლიდერი, ლაშა ფარულავა მიიტანს.
მანამდე თბილისის დროით 14:30 საათზეზე, სიის ჩახსნასთან დაკავშირებით განცხადებას “ერთიანობა -ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე განცხადებას სტრასბურგიდან გააკეთებს.
ცნობისთვის, საპარლამენტო სიის ჩახსნის მოთხოვნით ცესკოს “კოალიცია ცვლილებისთვის” გუშინ მიმართა.
ინდივიდუალურად პარლამენტს მანდატის გაუქმების მოთხოვნით გიშინვე მიმართა გიორგი ვაშაძემაც.
“ძლიერ საქართველოს” გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი.