თბილისის მერიამ საკადრო წმენდა დაიწყო – “პირველების” ინფორმაციით, პოსტებს ვიქტორ წილოსანი და ირაკლი თავართქილაძე ტოვებენ

თბილისის მერიაში საკადრო წმენდა დაიწყო – “პირველების” ინფორმაციით, თანამდებობას ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი, ვიქტორ წილოსანი და ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ირაკლი თავართქილაძე ტოვებენ.

სამთავრობო ცვლილებებს თბილისის მერი არ უარყოფს, თუმცა ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, ადასტურებს თუ არა ცნობებს, რომ აღნიშნული პირები პოსტებს ტოვებენ, კახა კალაძე პასუხობს: “ხვალ მთავრობის სხდომაზე მიიღებთ ინფორმაციას”.

რაც შეეხება მერიაში საკადრო ცვლილებებს, ხვალ მთავრობის სხდომაზე მიიღებთ ინფორმაციას. ზოგადად, დანიშვნები, გათავისუფლებები, ეს ყველაფერი ხდება საჯაროდ. როგორც წინა მთავრობის სხდომაზე იქნა გაჟღერებული თბილსერვისის ახალ ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით, ახლაც თუკი რაიმე გადაწყვეტილება იქნება, მთავრობის სხდომაზე მოისმენთ ყველაფერს”, – ამბობს კახა კალაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share