“ქართული ოცნების” ოფისის წინ გზა გადაიკეტა – ადგილზე მოქალაქეები სულ უფრო და უფრო ემატებიან.
“რუსებო, მონებო” – სკანდირებენ გორგასლის ქუჩაზე გასული გაბრაზებული მოქალაქეები.
“ოცნების” ოფისში იმყოფებიან მმართველი პარტიის წევრები და ისინი შენობიდან ადევნებენ თვალს მიმდიანრე პორტესტს.
“ოცნება” ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს აჩერებს – როგორც ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, “ოცნება” 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხზე.