მომღერალი მაია დარსმელიძე 14 წლის გოგოს თვითმკვლელობაზე ბაბუამისის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და წერს: “რატომღაც თავიდანვე ვფიქრობდი, რომ ეს 14 წლის გოგონა მისივე ოჯახის აი ამ მახინჯი აზროვნების და გაგების მსხვერპლი იქნებოდა… მერე გაირკვა, რომ ჯერ ბიძებმა ცემეს… დასაჯეს… ბაბუის ამ განცხადებით ჩანს, რა “თანადგომა” აქვს ისედაც მძიმე ვითარებაში აღმოჩენილ ადამიანებს ამ ბნელ წუმპეში… იმიტომ ვერ ბრწყინდება, რომ ბნელი და უსაზღვროდ უვიცია ეს თქვენი წილხვედრი. საკუთარ შვილებს არ ინდობთ, არ ამშვიდებთ, არ აიმედებთ, არ იცავთ, გვერდში არ უდგახართ და რას გააბრწყინებთ, თქვე არაადამიანებო?! უარესის თქმა მინდა, მაგრამ ამ უიმედოდ შემზარავი რეალობის აღწერის შესაბამის სიტყვებს ვერ ვპოულობ, ისეთი სასტიკი და ამაზრზენია ეს თქვენი ამბიციური სიბნელე”.-წერს დარსმელიძე.
შეგახსენებთ, რომ ქობულეთში 14 წლის გოგოს თვითმკვლელობა მისმა ბაბუამ შემდეგი სიტყვებით გაამართლა:”ბავშვმა თავისი დანაშაული გამოისყიდა ამით და ვსიო დამთავრდა”.