ექსპერტი და ტელეწამყვანი არჩილ გამზარდია ნიკა მელიაზე წერს და აღნიშნავს, რომ მას შესანიშნავი პოლიტიკური სტრატეგია აქვს ლიდერად ქმნადობის პროცესში. ეფექტურად მოქმედებს, როგორც ელექტორატზე, ასევე პოტენციურ ელექტორატზე: “ნიკა მელია იმაზე გონიერი ადამიანია, ვიდრე ბევრს ჰგონია. შესანიშნავი პოლიტიკური სტრატეგია აქვს ლიდერად ქმნადობის პროცესში. ეფექტურად მოქმედებს, როგორც ელექტორატზე, ასევე პოტენციურ ელექტორატზე. თავად შეხედეთ განსხვავებას, როდესაც მიხეილ სააკაშვილი შორს იჭერს თავს საქართველოს მართლმსაჯულებისგან, ცდილობს არ გამოვიდეს კომფორტის ზონიდან, უფრთხის ციხეს და ა.შ. ნიკა მელია პირიქით, არც მის მიმართ უსამართლობას ერიდება, არც ციხეს, არც მანდატის გაუქმებას უკვე მეორეჯერ, არც მართლმსაჯულების პერსონალურ დევნას. მეტიც, ის თავგზას უბნევს ხელისუფლებას, ახერხებს კონკურენტი ოპოზიციონერებისგან მხარდაჭერის მიღებასაც, აღიარებასაც, პიროვნული კუთხით პატივისცემას იღებს ხელისუფლების უმეტესი წილისგანაც კი. ნეიტრალურ ადამიანებშიც იღებს სიმპატიას. ის მოახერხებს პარტიის პოტენციური ამომრჩევლის რაოდენობის ზრდასაც. ამ მხრივ, მისი გამოწვევაა, ეტაპობრივად გაანთავისუფლოს და ჩაწიოს პარტიიდან ის პირები, რომლებიც ხელისუფლობისას ნეგატიურად გამოიხატნენ და რომელთა იმიჯსაც რეაბილიტაციის პერსპექტივა ახალ სამიზნე ჯგუფებში არ აქვთ. დღეისათვის, მელია ერთ-ერთი იშვიათი, ქმედუნარიანი და პერსპექტიული პოლიტიკოსია, თუ მას თავისი პარტიული გულშემატკივარი სათანადოდ დაუდგება გვერდით”.-წერს გამზარდია.