თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას ეკა ნიჟარაძეც შეუერთდა – მსახიობი კატეგორიულად მოითხოვს, რომ უკანონოდ დაკავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ.
ეკა ნიჟარაძის შეფასებით, ხელისუფლებას სურს, რომ ადამიანები მხოლოდ იმის გამო დაიჭირონ, რომ მათ ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება, მუშაობა და სწავლა სურთ.
“არა პოლიცია, არა სამართალი, რაღაც ფარსია” – ამბობს მსახიობი.
”მოთხოვნების რაოდენობა იზრდება ნელ-ნელა. ამ ეტაპზე პირველი მოთხოვნა არის, გამოუშვან უდანაშაულო ადამიანები, უკანონოდ დაკავებულები, ნაცემები. საშინელებაა ის, რაც ხდება იმიტომ, რომ არა პოლიცია, არა სასამართლო, რაღაც ფარსია. დღეს კიდევ ვნახეთ ბათუმში, მოვიდნენ ადამიანის საცემად და იმის გამო, რომ თავი დაიცვა ადამიანმა და ამაში დაეხმარნენ მისი სტუდენტები, ისინი საპატიმროში დატოვეს ჯგუფური ძალადობის მუხლით.
ეს შეეხო ყველა სფეროს. მსახიობი დააკავეს, ექიმი, მუსიკოსი, პროფესორი. უნდათ, რომ ყველა სფეროდან ვიღაც ჰყავდეთ დაჭერილი, არაფრის გულისთვის იმიტომ, რომ ადამიანებს უნდათ ნორმალურად, ნორმალურ ქვეყანაში წყნარად ცხოვრება, მუშაობა და სწავლა. სრული განუკითხაობა, წარმოუდგენელი უსამართლობა. ძნელია უსამართლობასთან შეგუება. ეს ისეთი რამეა რაზეც თვალს ვცერ დახუჭავს ვერავი ნორმალური ადამიანი”, -ამბობს ეკა ნიჟარაძე.