ვანო ჩხარტიშვილის ინიციატივით ზეგ ოზურგეთში ანსამბლ “იადონის” ვარსკვლავი გაიხსნება

ოზურგეთის არაფორმალური მმართველის, ვანო ჩხარტიშვილის ინიციატივით, ზეგ, 17 დეკემბერს, კინოთეატრ “ოზურგეთის” წინ, ჭადრების ბაღში, ფოლკლორული ანსამბლ “იადონის” ვარსკვლავი გაიხსნება.
ვანო ჩხარტიშვილთან ერთად ორგანიზატორები ოზურგეთის მუნიციპალური მერია და ოზურგეთის კულტურის ცენტრია.
როგორც ოზურგეთის კულტურის ცენტრიდან “გურიის მოამბეს” არაოფიციალურად გვაცნობეს, ღონისძიების მიზანი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების გადაფარვაა.


1968 წლის 1 სექტემბერს, აწ განსვენებული გიორგი სალუქვაძის ინიციატივით, ქ. ოზურგეთში გაიხსნა გურული ხალხური სიმღერების აღმდგენი და შემსწავლელი ოთხწლიანი სკოლა. ეს იყო პირველი და უნიკალური მოვლენა საქართველოში. ამ სკოლის სულისჩამდგმელი, დირექტორი და საჩონგურო სიმღერების პედაგოგი თვით გ.იორგი სალუქვაძე გახლდათ.საგალობლებისა და ხალხური სიმღერების პედაგოგებად მოიწვიეს ცნობილი მომღერლები ვლადიმერ ერქომაიშვილი, დომენტი ქარჩავა, ხოლო სანოტო სისტემას ასწავლიდა კომპოზიტორი შალვა ლორთქიფანიძე,სადიროჟორო ხელოვნებას, -ვასილ ქუთათელაძე. სკოლაში ჩაირიცხა 42 ახალგაზრდა, -12 ქალი და 30 მამაკაცი.
1972 წლის 15 ივლისს დამთავრდა სწავლება, მოსწავლეთა უმრავლესობას მიენიჭა ხალხური სიმღერების ლოტბარის წოდება, მიეცათ დიპლომი და მათი უმრავლესობა მიავლინეს სკოლებისა თუ საკოლმეურნეო ანსამბლების ხელმძღვანელებად. ასევე, დამავრებისთანავე, წარჩინებულ მსმენელთა ბაზაზე 1972 წლის
16 ივლისს შეიქმნა ფოლკლორული ანსამბლი `იადონი~(ხელმძღვანელი გ. სალუქვაძე, მუსიკოსები ოლეგ მამალაძე და აკაკი კახიანი.) ანსამბლში გაერთიანებული იყო 17 ახალგაზრდა: 4 ქალი და 13 მამაკაცი: რუსუდან აროშიძე, გუგული ჭელიძე, ლიანა შავიშვილი და ნანა ტუღუში. მეორე ხმები: დიმიტრი ხომერიკი, ბიძინა მჟავია, მიხეილჭაბუა, გიორგი ნიკოლაიშვილი, ნოდარი როყვა, გური ლომინაძე, თენგიზ მოლარიშვილი, იაკობ ხომერიკი.
ხმები გურამი ჭელიძე, გიორგი ჭანუყვაძე, კარლო ხომერიკი, ვალტერ სარიშვილი და თამაზ თავდუმაძე.
1972 წელს სსრკ კულტურის სამინისტროს გრამფირფიტების საკავშირო კომისიამ `მელოდიამ~, სკოლის მსმენელების შესრულებით გრამფირფიტაზე ჩაწერა და სერიულად გაყიდვაში გამოუშვა 15 გურული ხალხური სიმღერა. ანსამბლის შექმნისთანავე გ. სალუქვაძემ ანსამბლი გააფართოვა მოცეკვავეებით; ქორეოგრაფის მოვალეობით მას მისი მეუღლე, თამარ ფარცვანია ეხმარებოდა. ამის შემდეგ სიმღერების უმრავლესობა სრულდებოდა ცეკვასთან ერთად. ანსამბლი კონცერტებს მართავდა სხვადასხვა სოფელსა თუ რაიონში, ხშირად რესპუბლიკის ფარგლებს გარეთაც.

დღეს ანსამბლს ბიძინა მჟავია ხელმძღვანელობს.

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share