“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერს, გიორგი ვაშაძეს აქციაზე თავს დაესხნენ.
როგორც პოლიტიკოსი ამბობს, ე.წ ტიტუშკა მისთვის გაურკვეველი საგნის ყელში დარტყმას ცდილობდა, თუმცა ვერ მოახერხა.
მისივე თქმით, მან მოახერხა იმ საგნის წართმევა, რომლითაც თავდამსხმელი დაზიანების მიყენებას ცდილობდა.
”ამით დამესხა თავს (საგანი) ეს ადამიანი, კადრებიც არსებობს, დააფიქსირა ხალხმა სახეზე, ვინც არის… ყელში მირტყამდა ამას და ოდნავ გაკაწრული მაქვს, მაგრამ ყველაფერი კარგად არის.
ბრძოლას ვაგრძელებ და კობახიძესა და ივანიშვილს ვეუბნები: ამ ყველა “ტიტუშკას” ბოლოს თქვენს წინააღმდეგ ექნება ჩვენება მიცემული ამ დანაშაულისთვის, რომელსაც თქვენ ჩადიხართ!
უცებ მოვარდა ვიღაც და წამებში მოხდა ყველაფერი. მერე მომეხმარნენ და გაიქცა“, – ამბობს ვაშაძე.