ია ფარულავა მეგრელების მარშზე ნახვაწით მივიდა.
წადით თორე, როგორც ეს ნახვაწა დაიმსხვრევა, ისე ჩამოიმსხვრევით – ეუბნება “ოცნებას” მსახიობი და ამბობს, რომ “ოცნების” გულშემატკივრობა უკვე ძალიან სირცხვილია.
”ძალიან მინდოდა, რომ კარგი ნახვაწა გამომსვლოდა. საოცარი მუხტია, სიხარული სუფევს, ჩვენ ვართ გამარჯვებულები, მე ამას ვგრძნობ და ყველაფერი აქეთკენ მიდის. “ოცნებას” მინდა ვუთხრა, წადით თორე, როგორც ეს ნახვაწა დაიმსხვრევა, ისე ჩამოიმსხვრევით ცოტა ხანში. უკვე თბილისში “ქართული ოცნების” გულშემატკივრობა ძალიან სირცხვილია. მესმის, ვიღაცები ხელფასისი გამო ვერ მოდიან, მაგრამ სამეგობროში მაინც ამოიღე ხმა, რას დამცინი და რა რევოლუციონერს მეძახი და რას ამბობ, რომ ფულს გვიხდინა, მე მიხდიან ფულს?” – ამბობს ია ფარულავა.