ლელა წურწუმია პატიმრების დასახმარებლად კონცერტს გამართავს

ლელა წურწუმია პატიმრების დასახმარებლად კონცერტს გამართავს – ამის შესახებ მომღერალმა აქციაზე ყოფნისას განაცხადა.

წურწუმია, რომელიც მეგრელების მარშზე იმყოფება, ამბობს, რომ კონცერტის ჰონორარით საჯარიმო თანხების ნაწილის გადახდაში მაინც დაეხმარება დაკავებულ მომიტინგეებს.

”გადავწყვიტე გავმართო კონცერტი და ის თანხა, ჩემი კონცერტის ჰონორარი გადავრიცხო ფონდში, რომელიც დაეხმარება უსამართლოდ დაპატიმრებულ ადამიანებს საჯარიმო თანხების  გადახდაში. რა თქმა უნდა, ეს ყველას ვერ დაეხმარება, მაგრამ ერთი 10 ადამიანს თუ დაეხმარება, ვფიქრობ, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. არვიცი კონცერტი რა ლოჯკაციაზე იქნება, შეიძლება ეს იყოს მონო-ჰოლი 2 იანვარს, იმიტომ, რომ მე 2 იანვარს სწორედ იქ ვმართავდი კონცერტებს. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share