ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, საქართველოს პარლამენტში “ოცნების” დეპუტატების მხრიდან ნიკა მელიასათვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე ერთხმად მიღებულ გადაწყვეტილებას საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ეხმაურება და წერს:
‘რაც ახლა ხდება პარლამენტში, გახლავთ იქ შეყრილი ხროვის გახრწნა-გათახსირების აპოთეოზი, რომელსაც აუცილებლად გაეცემა სასტიკი პასუხი შთამომავლობის მიერ! ოდესღაც საზოგადოებად წოდებულ, დღეს კი ნახირად ქცეულ მასას ერთ ადგილზე ჰკიდია აშკარა სიცრუისა და ღალატის უპრეცედენტო ბაქკანალია და გულგრილად შეჰყურებს ქვეყნის საბოლოო დაქცევის გაფორმებას! მოლოდინი და მცირე იმედი, რომ უზურპატორები რაიმე დათმობაზე წავლენ, ბლეფია! იმედი მხოლოდ საღად მოაზროვნე უმცირესობაზეა, რომელთაც ძალუძთ ,,თვითშეწირვით” გამოაფხიზლონ დამყაყებული მასა და მძლავრი საერთაშორისო ჩარევით კისერი მოუგრიხონ ამ ნაძირალებს! დღევანდელი მოსყიდული, გაძაღლებული პოლიცია და დაჩმორებული არმია კი, უმოქმედობისთვის დიდხანს ვერ ჩამოირეცხს სირცხვილს… მათაც მოეთხოვებათ პასუხი”!-წერს ზურაბ მჭედლიშვილი.