უწყვეტი პროტესტის 55-ე დღე- რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. მოქალაქეების მოთხოვნა, რომელიც დედაქალაქის მტავარ გამზირზე ყოველდღე იკრიბებიან, კვლავ უცვლელია: პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩანიშვნა.
აქციის მონაწილეების თქმით, პროტესტი არ გაჩერდება მანამდე, ვიდრე ერთი პოლიტპატიმარი მაინც იქნება ციხეში.
ისინი ასევე განსაკუთრებულ სოლიდარობას უცხადებენ სინდისის პატიმარს-მზია ამაღლობელს.
”სოლიდარობა მზია ამაღლობელს, დაუშვებელია რაც ხდება, ადამიანი, რომელიც ასლან აბაშიძის დროიდან ახალ ამბებს აშუქებს, ობიექტურად და სამართლიანად, ახლა ზის ციხეში. ეს სრულიად დაუშვებელია და იმედია, ისიც და სხვა პატიმრებიც გათავისუფლდებიან და გააგრძელებენ ტავიანთი საქმის კეთებას“, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.