„EU-ს ქვეყნების მიერ დიპლომატიური პასპორტის მფლობელი რამდენიმე ქართველის „შავ სიაში“ შეყვანა არასაკმარისია“ – როიტენი

ევროპარლამენტარი, თიის როიტენი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ დიპლომატიური პასპორტის მფლობელი  რამდენიმე ქართველის „შავ სიაში“ შეყვანას სოციალურ პლატფორმა X-ზე ეხმაურება და წერს, რომ ეს არასაკმარისია.

 

„ქართველი ხალხი ზედიზედ 60 დღეა თავისი კონსტიტუციური ევროატლანტიკური მომავლის დასაცავად ქუჩებში გამოდის. დღეს ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა რამდენიმე დიპლომატიური პასპორტის მფლობელი შავ სიაში შეიყვანეს. ეს არასაკმარისია, იმედგამაცრუებელია და გულწრფელად რომ ვთქვათ, სამარცხვინოა“, – წერს როიტენი.შეგახსენებთ, გუშინ ევროკავშირის საბჭომ ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share