„ჩვენი მიზანია, მათი დასჯა, ვინც პასუხისმგებელია რეპრესიებზე, ძალადობაზე, დაშინებაზე“ – ჰერჩინსკი

ჩვენი მზიანი არ არის, ქართველი ხალხის დაზიანება, ვინც იცავს საქართველოს მომავალს, არამედ მათი დასჯა, ვინც პასუხისმგებელია რეპრესიებზე, ძალადობაზე, დაშინებაზე – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

დიპლომატი ამ კომენტარით ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ქართველ დიპლომატებსა და ოფიციალურ პირებს უვიზო მიმოსვლის უფლება უჩერდებათ.

 

პაველს ჰერჩინსკი არ მალავს, რომ შოკირებულია იმის გამო, რაც საქართველოში ხდება.

 

მისი თქმით, ყველა ხედავს, როგორ ითხოვენ უკეთეს მომავალს ქართველები მათთვის და მათი შვილებისთვის.

ვხედავთ მათ ყოველ ღამე რუსთაველის გამზირზე, როგორ ითხოვენ უკეთეს მომავალს მათთვის და მათი შვილებისთვის.

 

ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით. ასევე ვგმობთ დაშინებას, ძალადობას, შოკირებული ვართ ნაცემი ხალხით, მათ შორის მედია წარმომადგენლებზე ძალადობით და ადამიანებზე ნიღბიანების ძალადობით. შოკირებული ვართ, ორი თვე ქუჩებში ძალადობით.

საქართველოს უკუსვლას ვხედავთ და არ შეიხლება ეს ჩვენი რეაქციის გარეშე დარჩეს.

ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება დიპლომატიური პასპორტების  შეზღუდვაზე, ისინი ვინც წარმოადგენენ ხელისუფლებას, მოუწევთ ვიზის შევსება თუ უნდათ მოგზაურობა ევროპაში. ჩვენი მზიანი არ არის, ქართველი ხალხის დაზიანება, ვინც იცავს საქართველოს მომავალს, არამედ მათი დასჯა, ვინც პასუხისმგებელია რეპრესიებზე, ძალადობაზე, დაშინებაზე. ამიტომაც მივიღეთ გადაწყვეტილება” – ამბობს ჰერჩინსკი.შეგახსენებთ, გუშინ ევროკავშირის საბჭომ ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share