ამ სტიქიის სალიკვიდაციო თანხები სად წავა, ამას მოსახლეობა ვერასდროს დაადგენს – კახა ასკურავა

ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი, კახა ასკურავა სოციალურ ქსელში წერს:
”ეს სტიქია 2025 წლის 22-25 თებერვალს ხომ ხდება?!ამ სტიქიის სალიკვიდაციო თანხები წამოვა 2026 წელს და დაუძახებენ ამ სტიქიის ანუ 2025 წელს მოხდარი სტიქიის სალიკვიდაციო თანხებს.მერე ამ თანხების დიდი ნაწილი სად მიდის,რა გზებით და ვის ჯიბეებში, ამას ამ სტიქიით მართლა დაზარალებული მოსახლეობა ვერასდროს დაადგეს, ხოლო რაც ადრესატებამდე მივა, ერთი ან ორი წლის მერე იმას სტიქიის ლიკვიდაცია კი აღარ ჰქვია,ან არჩევნებისთვის მოსყიდვა ჰქვია ან/და მიმდინარე პრობლემების აღმოფხვრა იმ დროს, რომელსაც უკვე აზრი აღარ აქვს..
ასე ხდება წლებია, ამაზე იტყვი რამეს და ან ჩასაფრებული ხარ ან/და არ გიხარია რომ ვითოდომდა მოსახლეობის დახმარება. არა და სტიქიის ლიკვიდაციას მაშინ აქვს აზრი, როცა მისი აღმოფხვრა ხდება მომენტალურად ან/და მინიმუმ კვირეებში და ამაში შესაბამისად კანონმდებლობაც გეხმარება,ასეთ დროს მარტივდება უამრავი შესყიდვა,რათა ბიუროკრატიულმა ლაბირინთებმა არ წაიღოს ოქროს დრო,რომელიც შვებაა სტიქიით ისედაც დაზარალებული და განადგურებული მოსახლეობისთვის” – წერს ასკურავა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share