“მეხუთე დღეა, მათხოვრად ვიქეცით, ჩვენი ამბის გასაგებად არავინ მოსულა“ – გურიის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

სოფელ შრომას მკვიდრი, ნინო ძებისაშვილი დახმარებას ითხოვს- როგორც ის ამბობს, სახლი, რომელშიც ცხოვრობს ყოველ წამს ინგრევა და შესაძლოა, უცბად საბედისწერო აღმოჩნდეს.

ძებისაშვილი ამბობს, რომ მეხუთე დღეა, მათი ამბის გასაგებად არავინ მისულა და არავის უკითხავს, ცოცხლები არიან თუ მკვდრები.

“ყოველ წუთს ოთახებში რაღაცები ცვივა. წინა მხარე მთლიანად მოწყდა“, – ამბობს ის გადაცემა “რეაქციაში“ ჩართვისას.

”ჩვენ ვართ ძალიან უკიდურეს მდგომარებაში, მეხუთე დღეა, ჩვენი ამბის გასაგებად არავინ მოსულა, ცოხლები ვართ, მკვდრები ვართ. ყოველ წუთს ოთახებში რაღაცები ცვივა. წინა ხმარე მთლიანად მოწყდა. კარიც კი თოვლმა მოწყვიტა და გადმოვარდა. ჩვენი სახსრებით ჩავჭერით დენი, რომ რამე საფრთხე არ შეგვქმნოდა. 

თოვლის სიმძიმემ გამოიწვია ეს ყველაფერი. წელიწადზე მეტია განსახლება გვიწერია, ვცხოვრობთ მეწყრულ ზონაში. ყველაფერი დანგრეულია, დიდთოვლობამდე დაიწყო ყველაფრის ნგრევა. არავინ ყურადრებას არ გვაქცევს. მეხუთე დღეა, მათხოვრად ვიქეცით. მე და მეუღლე ვართ ჩარჩენილები. ვითხოვთ გზის გაწმენდას, არავინ მოდის, ყველგან დავრეკე, მაგრამ არავინ ყურადღებას არ გვაქცევს.

გამგებელს ვურეკავ, მეოთხე დღეა ,და ტელეფონი აქვს გათიშული. 4 დღის წინ ვესაუბრე და დედამ მიპასუხა, სახურავზეო ასული და თოვლავსო, თვითონ არ მესაუბრა, მითხრა, თქვენი საქმე პირველიაო, მის შემდეგ არავინ გამოსულა კონტაქტზე“, – ამბობს ნინო ძებისაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share