წყალდიდობა არგენტინაში – დაღუპულია, სულ მცირე, 10 ადამიანი

არგენტინის ქალაქ ბაია ბლანკაში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ძლიერმა წვიმამ ბუენოს-აირესის პროვინციაში მდებარე ქალაქ ბაია ბლანკაში ხიდები და გზები გაანადგურა, რის გამოც ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

არგენტინის ეკონომიკის მინისტრის, ლიუს კაპუტოს განაცხადებით, მთავრობა ბაია ბლანკას დასახმარებლად 10 მილიარდი პესოს გამოყოფს.

დახმარების უზრუნველსაყოფად ყველა რესურსი მობილიზებულია, მათ შორის, მუნიციპალური გუნდები, პროვინციის ხელისუფლება, საზღვაო ფლოტი და არგენტინის არმია“, – წერს ქალაქის ხელისუფლება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share