მზია ამაღლობელის სიტყვა სასამართლო პროცესზე

ბათუმის საქალაქო სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას მზია ამაღლობელმა მის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესი საბჭოთა რეპრესიებს შეადარა. სინდისის პატიმრის თქმით, განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ მაშინ ადამიანებს გასამართლების გარეშე ასახლებდნენ და ხვრეტდნენ.

შედარებას გავაკეთებ: საბჭოთა რეპრესიების დროს ადამიანებს ისე ასახლებდნენ და ხვრეტდნენ, რომ არ ასამართლებდნენ და ამ შემთხვევაში, ჩემი სასამართლო პროცესები იმართება, მერე, რა, რომ ფორმალურია, – თქვა პროცესზე ამაღლობელმა. 

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. ადვოკატებმა სანქცირებული მოსამართლის აცილება მოითხოვეს, თუმცა ეს შეუამდგომლობა ნინო სახელაშვილმა არ დააკმაყოფილა.

შენობის გარეთ კი პოლიტიკური პატიმრის მხარდამჭერები აქციას მართავენ.

  • „იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის“, „სოლიდარობა მზია ამაღლობელს“, – სკანდირებენ ბათუმის სასამართლოსთან შეკრებილი ჟურნალისტები.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share