უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი სამხედრო დაიღუპა

უკრაინაში, ოკუპანტებთან ბრძოლას კიდევ ერთი ქართველი სამხედრო, ბერდია ჯოხაძე ემსხვერპლა. ინფორმაციას ჯარისკაცის ოჯახი ადასტურებს.

არსებული ინფორმაციით, მებრძოლი ხერსონში, რუსი ოკუპანტების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა.

ოჯახი ამბობს, რომ მებრძოლს საქართველოში 19 აგვისტოს, პარასკევს 10:00 საათზე ჩამოასვენებენ. სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ეკლესიაში, 12:00-დან – 20:00 საათამდე გაიმართება.

ცნობისთვის, 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებს უკვე 18 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share